“სამი მკვლელის შეწყალება ერთ დღეში, მათ შორის ერთ-ერთი ისეთის, რომელიც დაპატიმრებულიც კი არ ყოფილა, ერთი დღითაც კი არ მჯდარა ციხეში, რადგან გაქცეული იყო.
ასეთი რამ შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთი მიზეზით-ვიღაცამ გააკეთა ფული.
დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტებთან დაკავშირებით. ეს შეიძლება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს”
რომან გოცირიძე – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა.
დღეს სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.