მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

ეს პრეზიდენტი რომ გავაკავოთ და ყველანაირი აქტიურობა ავუკრძალოთ, არ შეიძლება? – გრიგოლია

“ეს პრეზიდენტი რომ გავაკავოთ და ყველანაირი აქტიურობა ავუკრძალოთ, არ შეიძლება? პოლიციელის მკვლელის შეწყალება არ იკმარა და გოგი ოთხმეზურის ახალგაზრდა ოჯახის წევრის მკვლელი შეუწყალებია. არ მინდა ხოლმე, ამ ქალზე რამე ვწერო და ორ დღეში ერთხელ ისეთ სკანდალში ეხვევა, აღარაფერში რომ არ წერია”

ასე აფასებს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პრეზიდენტის მიერ დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებას;

შეგახსენებთ, რომ დავით ოთხმეზური თბილისში, პეკინის გამზირისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთასთან 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს. ასლან ბეჟანიძე 2016 წლის 26 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გათვალისწინებით, ასლან ბეჟანიძეს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლის და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული მათ შორის ბეჟანიძეც შეიწყალა.

იტვირთბა....