“რანაირად ემსახურებოდნენ და იმნაირად. მეგობრებისთვის წაყენებული ბრალის მიუხედავად ბიძინას ტელევიზიაში რომ რჩები, იმიტომ რომ ფულს გააკეთებ არის პასუხი, რანაირად მუშაობდნენ მანამდე”
ნანუკა ჟორჟოლიანი – ჟურნალისტი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ რუსთვი 2″ -ში დარჩენილ კოლეგებს მიმართა.
ცნობისთვის დღეს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარუდგინა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გვარამიას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.