ახალი ამბები

გიორგი გახარია – ტყუილების კორიანტელისთვის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაკო გომური გამოიყენა

“ტყუილების კორიანტელი, რომლისთვისაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა მაკო გომური, არის განსახიერება, როგორ აცხოვრებდნენ წლების განმავლობაში ისინი სიცრუეში ჩვენს საზოგადოებას”, ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრის, სალომ სამადაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მაკო გომურს პარლამენტსი არ უშვებენ.

აღნიშნული განცხადება გახარიამ საპარლამენტო გამოსვლის დასრულების შემდეგ, მედიასთან გააკეთა.

„მინდა, რამდენიმე სიტყვით მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, პირველ რიგში ამომრჩევლებს. ის სპექტაკლი, რაც მათ მოაწყვეს, არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ფუნდამენტური პრობლემის, რაზეც ნაციონალური მოძრაობა დგას და ეს არის სიცრუე, ჩვეულებრივი ტყუილი.

ჩვენ ყველას კარგად გვესმოდა და ველოდით, რომ მსგავსი სპექტაკლი იქნებოდა დღეს აქ, თუმცა ჩვენ პატივს ვცემთ მათ ამომრჩევლებსაც და პატივს ვცემთ ინსტიტუტებს. ჩვენ ამიტომ მოვედით აქ და ჩვენი ამოცანაა საუბარი პირველ რიგში მათ ამომრჩევლებთან. ის ტყუილების კორიანტელი, რომლისთვისაც მათ გამოიყენეს მაკო გომური, რომლითაც მათ უბრალოდ მოიტყუეს, რომ დღეს ის არის აქ, არის განსახიერება, როგორ აცხოვრებდნენ წლების განმავლობაში ისინი სიცრუეში ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სამადაშილის განცხადებას გამოეხმაურა თავად მაკო გომურიც და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თბილისში არ არის.

“ხუთი წუთის წინ გავიგე, რომ ჩემზე პარლამენტში საშვი ყოფილა დაშვებული”. – მაკო გომური.

 

იტვირთბა....