ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თბილისში არ ვარ და ხუთი წუთის წინ გავიგე, რომ ჩემზე პარლამენტში საშვი ყოფილა დაშვებული” – გომური

20 ივნისს დაშვებული მაკო გომური სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ ის თბილისში არ იმყოფება და შესაბაისად პარლამენტთანაც ვერ იქნებოდა.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, პარლამენტში გამართულ სხდომაზე განაცხადეს, მაკო გომურსა და “სირცხვილიას” ორგანიზატორებს სხდომაზე დასწრება სურათ და მათზე საშვები იყო დაშვებული.

„არ ვარ თბილისში. კახეთის გზატკეცილზე ვარ და პარლამენტის სხდომას თუ დამაწევთ გზაში, კი ბატონო, შევალ.

ისე, ხუთი წუთით ადრე რომ ვიგებ, რომ საშვი ყოფილა დაშვებული, კარგი მიდგომაა“, – წერს მაკო გომური.

შეგახსენებთ, რომ  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფრაქციის სხდომაზე, სადაც გიორგი გახარიასა და მთავრობის შემადგენლობას უსმენდნენ, 20 ივნისს დაშვებული მაკო გომურისა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების დასწრებას ითხოვდენ. მათი თქმით, მათზე საშვია დაშვებული, თუმცა პარლამენტში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

იტვირთბა....