aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გაერთიანებული ოპოზიციის ყველა მხარდამჭერი დღეს შევიკრიბოთ პარლამენტთან” – ვაშაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის შესასვლელთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ყველა წევრი და მხარდამჭერი დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან!

მისი თქმით, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არ დაიკავოს.

„ამის მოთმენა აღარ შეიძლება! გახარიას წარდგენა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ეს არის შეფურთხება ჩვენი საზოგადოებისთვის, მთელი ოპოზიციური სპექტისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც 20 ივნისს ქვეყნის ინტერესებს იცავდა. ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გახარიას დამტკიცება არ მოხდეს. ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოვითხოვთ, შეცვალეთ ეს კანდიდატურა და ნუ გაამწვავებთ დაპირისპირებას.

გაერთიანებული ოპოზიციის ყველა წევრი და მხარდამჭერი დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან. ხმამაღლა ვთქვათ ჩვენი სათქმელი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ მოვითმენთ ასეთ დამცირებას და შეურაცხყოფას იმ ჯგუფისგან, რომელიც თავის თავს ხელისუფლებას ეძახის,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძე მინისტრთა კაბინეტში იმ ცვლილებებსაც გამოეხმაურა, რომელიც დღეს გახდა ცნობილი. გრიგოლ ვაშაძის თქმით, არც ერთ მათგანს არანაირი მიღწევა არ აქვს და „აგური აგურზე არ დაუდია“.

„შეხედეთ წარმოდგენილ კანდიდატურებს. ამ ხალხთან ასოცირებული ერთადერთი წარმატება ეს არის არჩევნების გაყალბება. სხვა მიღწევა არც გახარიას, არც ღარიბაშვილს და არც გადამდგარ ბახტაძეს არ აქვთ, აგური აგურზე არ დაუდიათ. ზუსტად ამიტომ გვთავაზობენ მთავრობის ამ შემადგენლობას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში შესვლა უკვე სირცხვილია. ერთი და იმავე „კარუსელის“ ტრიალში არიან. ერთი სავარძლიდან მეორეში გადასხდებიან,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებებს, კონკრეტულად კი გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნას, საზოგადორბის მხრიდან პროტესტი მოყვა. ამ წუთებში “სირცხვილიას” აქტივისტები პარლამენტთან აქციას მართავენ. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის პლენარული სხდომიდან გააძევა.

გუშინ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მმართველმა გუნდმა დღეს გამართულ სხდომაზე, პრემიერ მინისტრობის პოსტზე გიორგი გახარია, შსს მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. უსაფრთხოების საბჭოს კი ლევან იზორიაუხელმძღვანელებს.

იტვირთბა....