წილი ნაყარია…
გახარია/ღარიბაშვილის ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ტანდემი ივინაშვილის არჩევანია. ქართულ რეალობაში დასავლეთისთვის ზურგშექცევა ჩრდილოეთის იმედად ყოფნას ნიშნავს.
გახარია ივანიშვილის სისხლიანი მძევალია. ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობა ნატოსკენ ქვეყნის სვლის სახიფათო ხელშეშლაა.
გახარია/ღარიბაშვილის ტანდემი შეიარაღებული სტრუქტურების ხელმძღვანელებად შიდადაპოლიტიკური ანგარიშსწორების საფრთხესაც ზრდის.
ივანიშვილი შეგნებულად აღრმავებს საზოგადოებასთან დაპირისპირებას. მან ვერ ისწავლა ვერაფერი, გარდა მტრის ხატზე აგებული პოლიტიკისა. ისევ მიშა/ ნაციონალები იქნება მისი ერთადერთი სვლა.
ავაფეთქოთ ბიძინა მისსავე ნაღმზე.
არა ბიძინას! არა ოკუპაციას!
არა ბიძინას მეშვეობით საქართველოს ოკუპაციას!”
დავით ბერძენიშვილი – “რესპუბლიკური პარტიის” წევრი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მმართველმა გუნდმა დღეს გამართულ სხდომაზე, პრემიერ მინისტრობის პოსტზე გიორგი გახარია, შსს მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. უსაფრთხოების საბჭოს კი ლევან იზორიაუხელმძღვანელებს.
წილი ნაყარია…გახარია/ღარიბაშვილის ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ტანდემი ივანიშვილის არჩევანია. ქართულ რეალობაში …
Gepostet von David Berdzenishvili am Dienstag, 3. September 2019