“ჩემი ცოლის დაქალების” სპეციალური ფეისბუქ-გვერდი და “ფორმულა კრეატივის” შემოქმედებითი ჯგუფი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებენ:
“გვინდა, გაცნობოთ სასიხარულო ამბავი “ფორმულა კრეატივისგან”, დაარსდა ტელეკომპანია “ფორმულა”, სწორედ “ფორმულას” ეთერში იხილავთ სერიალს “ჩემი ცოლის დაქალები” . ასევე გაცნობებთ, რომ დაწყებულია მუშაობა კიდევ ერთ ახალ სერიალზე და ამ სერიალის ხილვაც ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში იქნება შესაძლებელი.” – ვკითხულობთ “ჩემი ცოლის დაქალების” ფეისბუქ-გვერდზე.
შეგახსენებთ, “ფორმულას” დღეს მაუწყებლობის უფლება მიენიჭა.