3 წლის ბავშვს, რომელიც გუშინ, 27 აგვისტოს, პეკინის გამზირზე დაჭრეს, კლინიკიდან დღეს გაწერენ.
ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გამოძიების ინფორმაციით, 1968 წელს დაბადებულმა თ.ს. -მ ,მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს, ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რომელიც 7-დან 10-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თვითმხილველების განცხადებით, ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
“ქალმა ამოიღო დანა და ბავშვს დაუსვა დანა სახეზე და უცებ ბუკიას ბაღისკენ გზაზე გადაჭრა, რომელსაც ბავშვის მამა გაეკიდა” – ამბობს თვითმხილველი.