ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

(ვიდეო) შსს 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის დაკავების კადრებს ავრცელებს

პეკინის გამზირზე, 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი დაკავებულია. შსს ვიდეოს ავრცელებს.

შეგახსენებთ,  “ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს.” – ავრცელებს ინფორმაციას შსს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს, ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბავშვი გადაყვანილია სამკურნალო დაწესებულებაში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რომელიც 7-დან 10-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თვითმხილველების განცხადებით, ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

“ქალმა ამოიღო დანა და ბავშვს დაუსვა დანა სახეზე და უცებ ბუკიას ბაღისკენ გზაზე გადაჭრა, რომელსაც ბავშვის მამა გაეკიდა” – ამბობს თვითმხილველი.

 

იტვირთბა....