ახალი ამბები მთავარი სამართალი

პეკინზე ქალმა მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა და გაიქცა

თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

თვითმხილველების განცხადებით, ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

“ქალმა ამოიღო დანა და ბავშვს დაუსვა დანა სახეზე და უცებ ბუკიას ბაღისკენ გზაზე გადაჭრა, რომელსაც ბავშვის მამა გაეკიდა” – ამბობს თვითმხილველი.

ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. მცირეწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

იტვირთბა....