BBC-ის ცნობით, ბრაზილია ამაზონის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად “დიდი შვიდეულისგან” 22 მილიონი დოლარის მიღებაზე უარს ამბობს.
როგორც ბრაზილიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ხანძარი კონტროლირებადია.
ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძვანელი ონიქს ლორენზონი კი აცხადებს, რომ უმჯობესი იქნება ეს თანხა ევროპის ტყეებს მოხმარდეს.
შეგახსენებთ, რომ ამაზონის ტყე სამ კვირაზე მეტია იწვის. ამაზონის ჯუნგლებს “დედამიწის ფილტვებსაც” უწოდებენ, რადგან ის პლანეტის ჟანგბადის 20%-ს გამოიმუშავებს. იმ შემთხვევაში თუ ხანძრის ლოკალიზება დროულად არ მოხდა, არსებობს გლობალური ეკოლოგიური საფრთხე.
ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსოდარუმ ამაზონის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად ჯარისკაცების გაგზავნის ბრძანება გასცა.
ამავე თემაზე – რამდენად ცუდია ამაზონის ჯუნგლებში გაჩენილი ხანძარი;
ამავე თემაზე – გარემოს დამცველის ნინო ჩხობაძის კომენტარი;