BBC-ის ინფორმაციით, ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსოდარუმ ამაზონის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად ჯარისკაცების გაგზავნის განკარგულება გასცა.
პრეზიდენტმა განკარგულება საერთაშორისო საზოგადოებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ზეწოლის შედეგად მიიღო. მოსახლეობის ნაწილი პრეზიდენტს ხანძრის ჩასაქრობად აქტიური ნაბიჯების გადადგმას თხოვდა და ამისთვის საპროტესტო აქციებიც გამართა. საფრანგეთი და ირლანდია კი ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის მასშტაბური სავაჭრო შეთანხმების დაბლოკვითაც დაიმუქრნენ.
შეგახსენებთ, რომ ამაზონის ტყე სამ კვირაზე მეტია იწვის. ამაზონის ჯუნგლებს “დედამიწის ფილტვებსაც” უწოდებენ, რადგან ის პლანეტის ჟანგბადის 20%-ს გამოიმუშავებს. იმ შემთხვევაში თუ ხანძრის ლოკალიზება დროულად არ მოხდა, არსებობს გლობალური ეკოლოგიური საფრთხე.
ამავე თემაზე – რამდენად ცუდია ამაზონის ჯუნგლებში გაჩენილი ხანძარი;
ამავე თემაზე – გარემოს დამცველის ნინო ჩხობაძის კომენტარი;