სამი კვირაა, ამაზონის ჯუნგლები იწვის- როგორც BBC წერს, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ეს ყველაზე ძლიერი ხანძარია.
ცეცხლმა სერიოზული ზიანი მიაყენა რორაიმას ჩრდილოეთ ნაწილს, რონდონიას, და ამაზონის დაბლობს.
ბრაზილიის კოსმოსური სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს ბრაზილიაში, ამაზონის ჯუნგლებში გაჩენილმა ხანძრებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
კოსმოსური კვლევის ეროვნული ინსტიტუტის (Inpe) განცხადებით, მათი სატელიტი აჩვენებს, რომ 2018 წლის მონაცემებთან შედარებით, ხანძრები 85%-ით გაიზარდა.
ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის პირველ 8 თვეში, ბრაზილიის ტყეებში 75 000 ხანძარი დაფიქსირდა, რაც 2013 წლიდან დღემდე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
ამაზონის ტყეში, მშრალი სეზონების დროს, ოქტომბრიდან ივლისამდე, ხანძრები უჩვეულო არ არის, მათი გაჩენის პროვოცირება ბუნებრივ ფაქტორებს შეუძლია, მათ შორისაა შეუძლია მეხის დაცემა და მოსახლეობის ქმედებები.
ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ ამაზონის ტყეში ხანძრის გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი ამ გზით მთავრობის დისკრედიტაციას ეწევიან, რისი მიზეზიც მათი დაფინანსების შემცირებაა.
არასამთვრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების აზრით კი, სწორედ ქვეყნის პრეზიდენტის ანტი-ეკოლოგიურმა პოლიტიკამ გამოიწვია ხეების ხშირი ჭრა.
მოგვიანებით, ბოლსონარუ
მ განაცხადა, რომ მთავრობა ხანძართან საბრზოლველი რესურსების ნაკლებობას განიცდის.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დიდი შვიდეულის სამიტს დისკუსიისკენ მოუწოდა.
“ჩვენი სახლი იწვის, ამაზონის ჯუნგლები – ფილტვები, რომელიც ჩვენი პლანეტის ჟანგბადის 20%-ს აწარმოებს – ცეცხლშია გახვეული. ეს საერთაშორისო კრიზისია, დიდი შვიდეულის წევრებო, ვისაუბროთ, უახლოეს ორ დღეში სასწრაფო დახმარების აღმოჩენაზე”. – წერს მაკრონი “ტვიტერზე”.
BBC-ის ვრცელ სტატიაშვი ვკითხულობთ, რომ მცენარეების წვისას მათში თავმოყრილი ნახშირორჟანგი გამოიყოფა. მაშინ როდესაც ადამიანის ქმედებების გამო ატმოსფეროში უზარმაზარი რაოდენობით გამოთავისუფლებული ნახშირორჟანგი დედამიწის დათბობას იწვევს, მსგავსი მასშტაბის ხანძრები რისკს მნიშვნელოვნად ამაღლებს.
ამაზონის ჯუნგლები დაახლოებით სამი მილიონი მცენარისა და ცხოველის და მილიონი ადამიანის სახლია.