ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბიძინა გეგიძე – გუნდს დავტოვებ, თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიას მხარს არ დავუჭერ ის მაინც გავა

საპარლამენტო უმრავლესობის წერვრის, ბიძინა გეგიძის განცხადებით, მისი “ქართულ ოცნებაში” დარჩენა დამოკიდებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიასა და გუნდის მისდამი მხარდაჭერაზე.

როგორც დეპუტატმა “მეტრონომს” განუცხადა, გადაწყვეტილებას სიის ხარისხიდან გამომდინარე მიიღებს.

“როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია შემოვა პარლამენტში, მაშინ მივიღებ გადაწყვეტილებას, სიის ხარისხიდან და ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, მხარს თუ არ დავუჭერ და მაინც იქნება მხარდაჭერილი, მაშინ დავტოვებ გუნდს”. – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 26 აგვისტოს, ბიძინა გეგიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი უარყოფითი პროცესი მიმდინარეობს. მისივე თქმით, 2012 წელს “ოცნების” ლიდერები ამბობდნენ, კანონი უნდა მართავდეს ქვეყანასო, მაგრამ ეს ახლა ყველას დაგვავიწყდა. 

გეგიძის განცხადებას გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე. მისი თქმით, ვერ დაეთანხმება თანაგუნდელს, რომ ქვეყანაში კანონი არ კანონობს.

“ის, რომ ქვეყანაში კანონი არ კანონობს, ამაში ვერ დავეთანხმები. ეს არის აბსურდი და მოგონილი”. – თქვა კალაძემ. 

იტვირთბა....