მთავარი ციტატა

“ამას სისულელეს დავარქმევდი…”: კალაძე გეგიძის განცხადებას ეხმაურება

“ის, რომ ქვეყანაში კანონი არ კანონობს, ამაში ვერ დავეთანხმები. ეს არის აბსურდი და მოგონილი. ამას სისულელეს დავარქმევდი. 2012 წლის მერე რა ცვლილებები და მიდგომები განხორციელდა და პარტია “ქართულმა ოცნებამ” რაც გააკეთა, არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. რა თქმა უნდა, შეცდომები შეიძლება ჩვენც გვაქვს, შეუცდომელი არავინ არის, შეიძლება ქვეყანაში იყოს პრობლემები ბევრი მიმართულებით, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს უკეთესი”

კახი კალაძე, დედაქალაქის მერი

უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი უარყოფითი პროცესი მიმდინარეობს და რაც მთავარია, უფრო მეტი ემატება…

იტვირთბა....