დღეს დილიდან არ მაუწყებლობს “კომედი არხი”.
ასევე, დღეს ეთერში დილის კურიერი არ გავიდა. საინფორმაციო გამოშვების ნაცვლად “რუსთავი 2-ის” ეთერში ქართული სერილი “ჟამი ყვავილობისა” გავიდა.
მას შემდეგ, რაც გუშინ “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამარხის წამყვანი ჟურნალისტები (ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, გიორგი ლაფერაშვილი) სამსახურიდან გაათავისუფლა, “კურიერის” წამყვანებმაც დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა სამუშაო ადგილები დატოვეს.