“ჩვენ ვიომეთ თუმცა დღეს ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ მოახდინა არხის ოკუპაცია. ჩვენ წაგვართვეს თავისუფალი სიტყვა. მე არ ვიმუშავებ ტელევიზიაში საიდანაც ვეღარ გეტყვით რეალურად რა ხდება ქვეყანაში, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება. ამიტომაც ვტოვებ ადგილს, რომელიც იყო ჩემი მეორე სახლი”
ამის შესახებ ტელეწამყვანმა დიანა ჯოჯუამ “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში განაცხადა;
შეგახსენებთ, რომ დღეს არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, წამყვანები გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი. ასევე გაათავისუფლეს გიორგი ლაფერაშვილიც.