“ამერიკის შეერთებული შტატები ბევრს სწავლობს რუსეთში, ბირთვული რაკეტის გამოცდის დროს მომხდარი აფეთქებით”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
მისივე თქმით, რუსეთში მომხდარმა აფეთქებამ ხალხი შეაშინა და ჰაერის დაბინძურებაზე დააფიქრა.
“ჩვენ გვაქვს მსგავსი, მაგრამ ბევრად პროგროსული ტექნოლოგია. რუსეთში მომხდარმა აფეთქებამ ხალხი შეაშინა და ჰაერის დაბინძურებაზე დააფიქრა. ეს კარგი არ არის”.- წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, რუსეთში, არხანგელსკის ოლქში სამხედრო პოლიგონზე მომხდარ მომაკვდინებელ აფეთქებაში რადიოაქტიური მასალების არსებობას ადასტურებს, – ინფრორმაციას ამის შესახებ “ნიუ-იორკ თაიმსი” ავრცელებს.
“როსატომის” ხელმძღვანელის, ალექსეი ლიხაჩოვის თქმით, ატომური ცენტრის თანამშროლები “ახალ სპეცპროდუქტს” ცდიდნენ, რა დროსაც აფეთქება მოხდა, შედეგად, 5 თანამშრომელი ადგილზე დაიღუპა.
The United States is learning much from the failed missile explosion in Russia. We have similar, though more advanced, technology. The Russian “Skyfall” explosion has people worried about the air around the facility, and far beyond. Not good!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) August 12, 2019