რუსეთი არხანგელსკის ოლქში, სამხედრო პოლიგონზე მომხდარ მომაკვდინებელ აფეთქებაში რადიოაქტიური მასალების არსებობას ადასტურებს, – ინფრორმაციას ამის შესახებ “ნიუ-იორკ თაიმსი” ავრცელებს.
როგორც შაბათს ატომური ენერგიის კომპანია “როსატომის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ხუთშაბათს ჩატარებული წარუმატებელი ტესტის შედეგად მათი 5 თანამშრომელი დაიღუპა.
ჩვენი ამხანაგების ნათელი ხსოვნა მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებში”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
“ჩვენი თანამებრძოლების ნათელი ხსოვნა მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებში”, –აღნიშნავს კომპანია და დასძენს, რომ ტესტი თხევადი საწვავის იზოტოპურ წყაროზე მომუშავე ძრავზე ჩატარდა.
როგორც პუტინი მანამდე აცხადებდა, რუსეთმა შორ მანძილზე რაკეტების სასროლად ატომური ძრავი განავითარა, სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ საკითხს უკავშირდებოდა აფეთქება.
რუსულ ბაზაზე აფეთქება ორშაბათსაც მოხდა, მას შემდეგ, რაც ხანძარი გაჩნდა კრასნოიარსკის მხარეში მდებარე იარაღის საცავში, რასაც დიდი აფეთქება მოჰყვა. ინციდენტის შედეგად, დაიღუპა 1 ადამიანი და ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა.
სწორედ “როსატომის” ოფიციალური აღიარება რუსეთის მთავრობის მხრიდა, თუმცა კონკრეტული დეტალები ამ დრომდე უცობია.