fbpx
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აბსურდულია, თითქოს ექსპერტიზის ბიურომ რაღაც გააყალბა” – სალია ხალვაშის ხელმოწერაზე

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია ექსპერტიზის ბიუროს დასკვნასა და ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელების განცხადებაზე განმარტებას აკეთებს

პაატა სალიას თქმით, საუბარი იმაზე, რომ სამხარაულის ექსპერტიზამ დასკვნა გააყალბა აბსურდულია. ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განცხადებით, ექსპერტიზის ბიუროს ჰქონდა საკმარისი მასალა იმისთვის, რომ დაედგინა იყო თუ არა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხალვაშის ნამდვილი ხელმოწერა.

“ჩვენ წარვადგინეთ დოკუმენტები საბაზო დეკლარაციები, როდესაც ქიბარ ხალვაში შემოდიოდა და ადეკლარირებდა გარკვეულ თანხებს,რომელიც მას შემოჰქონდა, რომელიც განხორციელებულია სხვადასხვა დროს და რომლის გადამოწმება თავისუფლად შესაძლებელია, შესაბამის საგადასახადო ორგანოდან დოკუმენტების ამოღებით. აქ საუბარია, გაყალბებაზე, ანუ ოქრუაშვილის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ექსპერტიზის ბიურომ რაღაც გააყალბა, აბსურდულია ასეთი განმარტება.

ექსპერტიზამ დაადგინა შემდეგი რამ, იმ დოკუმენტზე, რომელითაც აპელირებს ირაკლი ოქრუაშვილი და ამბობს, რომ ამით დასტურდება ქიბარ ხალვაშს მისი ვალი ჰქონდა და ასევე დასტურდება მისი უფლებები სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ზე ხელმოწერა შეასრულა ქიბარ ხალვაშმა.

წინასწარ, რატომღაც, მან რამდენიმე ექსპერტს დაუკვეთა დასკვნა და შესადარებლად მხოლოდ ერთი დოკუმენტი იქნა გამოყენებული, მაშინ როდესაც სასამართლოში საქმის აღიძვრის შემდეგ ჩვენ მოვითხოვეთ ექსპერტიზის ჩატარება, მეორე მხარე დაგვეთანხმა,რ ომ ეს ყოფილიყო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ჰქონდა რამდენიმე ათეული ხელმოწერა ქიბარ ხალვაშისა, რომელიც იქ მივიდა და რეალურად განახორციელა ეს ხელმოწერები. შესაბამისად უკვე ჰქონდა უფრო მეტი შესადარებელი მასალა რის საფუძველზეც დაადგინა,რომ იმ დოკუმენტზე, სადაც მითითებულია ქიბარ ხალვაშის დავალიანება და „რუსთავი2“-თან ირაკლი ოქრუაშვილის თითქოს უფლებები, არ არის განხორციელებული ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა” – განაცხადა პაატა სალიამ

შეგახსენებთ, რომ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში, 2010 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ხალვაში „რუსთავი 2“-ის მხოლოდ ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო და შეთანხმებაზე ხელმოწერა ექპერტიზის სამი დასკვნითაა დადასტურებული. როგორხ ექსპერტიზის ბიურომ დაასკვნა  დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გაყალბებულია.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენატრი გააკეტეს ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. როგორც პარტიაში განაცხადეს  „გახარიას ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ოქრუაშვილსა და ხალვაშს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერა ხალვაშს არ ეკუთვნის“, რასაც პარტიის წარმომადგენლები გაყალბებულს უწოდებენ.

სხვა ამბები

“რუსეთისგან მივიღეთ გარანტიები, რომ საპატიმროში ადამიანურ პირობებში იქნება მოთავსებული” – ახიადოვი რუსეთს გადასცეს

newsadmin

სახლი მზად არის და შეგვიძლია, ნებისმიერ დროს გავაგზავნოთ მითითებულ მისამართზე – ხაზარაძე გუგუტიანთკარის დაზარალებულზე

newsadmin

წულუკიანი – 37 000 ათასზე მეტი ადამიანი ფინანსური ტვირთისგან გათავისუფლდება

newsadmin

თბილისის თეატრალურ ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

newsadmin

გუდიაშვილის მოედანზე რებილიტაცია კიდევ 12 შენობა-ნაგებობას ჩაუტარდება

newsadmin

“NDI-ის კვლევას საზოგადოებაში საკმაოდ წახდენილი აქვს იმიჯი”

newsadmin
იტვირთბა....