ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოზურგეთის თოჯინების თეატრის მსახიობი სადარბაზოში გარდაცვლილი იპოვეს

ოზურგეთში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში 65 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, გაირკვა, რომ დაღუპული ოზურგეთის თოჯინების თეატრის მსახიობი და ყოფილი ადმინისტრატორი გია ფარსადანაშვილია.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამატებით დეტალებზე ექსპერტიზა ჩატარდება.

იტვირთბა....