„რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი კომპანია „ინტერმედიას“ დირექტორი, ზურაბ იაშვილის თბილისის მთავარ პროკურატურაში გამოიკითხა.
როგორც მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, გამომძიებლების კითხვები მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, ფინანსურ საკითხებს შეეხებოდა.
“საკითხები ეხებოდა ფინანსურ თემებს. ყველა კითხვაზე იყო ამომწურავი პასუხი. ამ გამჭვირვალე და სრულიად ლეგალურ სიტუაციაში, როდესაც კომპანიას ყველაფერი აქვს დეკლარირებული და ყველაფერი არის ღია, ფორსირებულად გამოძიების წარმოება სერიოზულ კითხვებს აჩენს ამ გამოძიების მოტივაციასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ადვოკატმა.
„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დღეს, 11 საათზე, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება, რადგან მან პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა.