aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ეროვნული ბანკი ხვალ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, მიუხედავად დადებითი შიდა და საგარეო მაკროეკონომიკური დინამიკისა, ტურიზმთან დაკავშირებული შოკისა და ნეგატიური მოლოდინების ფონზე, დღეისათვის გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც, მოსალოდნელია, რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას.

ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს, მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია.

ამ მიზნით, ეროვნული ბანკი ხვალ, პირველ აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს. თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას.

ცნობისათვის, პირველი აგვისტოს მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარი 2.9718 ლარი ეღირება, ევრო – 3.3127, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.6170 ლარი.

იტვირთბა....