ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

რიჟვაძე – უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისა და დესტრუქციული ძალების ქმედებებმა წარმატებულ ტურისტულ სეზონს ზიანი მიაყენა

“მაისსა და ივნისში აჭარაში გვქონდა ტურისტული სეზონის პიკი, რასაც მოწმობს ტურისტული ნაკადების დინამიკა, რომელიც იყო როგორც აეროპორტის, ისე საზღვრის კვეთის მიმართულებით. ივნისში დაფიქსირდა 38 პროცენტიანი ზრდა საზღვრის კვეთიდან გამომდინარე და 41 პროცენტიანი ზრდა აეროპორტის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში მოწმობს, რომ ჩვენ გვექნებოდა ყველაზე წარმატებული ტურისტული სეზონი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მაგრამ, ამის პარალელურად, მუდმივი შტურმი, მუდმივი ქაოსის შექმნის მცდელობა, მუდმივი არეულობის მცდელობა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან, რა თქმა უნდა გარკვეულ შედეგებს და გარკვეულ ზიანს მიაყენებდა ამ ძალიან წარმატებულ ტურისტულ სეზონს. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, ოპონენტები ყოველთვის ცდილობენ, ქვეყანა ამყოფონ საბოტაჟის რეჟიმში. მაგრამ, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი მთავრობა გავაკეთებთ ყველაფერს, რომ შევინარჩუნოთ ის დინამიკა, რომელიც ჩვენ გვქონდა”

ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა;

იტვირთბა....