ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლენტეხში ნადირობის ქალღმერთ დალის ქანდაკების დადგმას მიტროპოლიტი აპროტესტებს

ლენტეხში, შადრევანზე ქართული მითოლოგიის პერსონაჟის, ნადირობის ქალღმერთ დალის ქანდაკების დადგმა იგეგმებოდა, თუმცა ეს იდეა არ მოსწონს მიტროპოლიტ სტეფანეს. მისი თქმით, მსგავსი მონუმენტი კერპია. მერიაში განმარტავენ, რომ მიუხედავად დასრულებული ტენდერისა, ესკიზი კორექტირებას გაივლის და იქნება “ეკლესიურადაც კარგი და ხალხისთვისაც კარგი“. ინფორმაციას ამის შესახებ kutaispost ავრცელებს

მუნიციპალიტეტმა ქალაქის ცენტრში შადრევნის განთავსებაზე 188 417 – ლარიანი ტენდერი ჯერ კიდევ მაისში გამოაცხადა. ის მოიგო კომპანია შპს “დეკორაციების და ქანდაკებების სახლმა“ და წარადგინა შესაბამისი რენდერები, რომლის მიხედვითაც, ქანდაკება უნდა ყოფილიყო ასეთი:

დოკუმენტაციაში, რომელიც კომპანიამ ტენდერს თან დაურთო, ვკითხულობთ:

“პროექტით შადრევანი წარმოადგენს დინამიკური სახის ჰოდროსისტემას, რომელშიც წყლის ჭავლები მიყოლებით მოქმედებს ქვემოდან ზემოთ. აუზი მრგვალია და 6 მეტრის დიამეტრისაა. კედელთან 0,3 მეტრის მანძილზე კედლის რკალის ფორმის იდენტური წყლის მილების კოლექტორებია განლაგებული, რომლებიდანაც საფრქვევების საშუალებით იქმნება წყლის ვერტიკალური ჭავლები.

ნაგებობის ცენტრში განთავსებულია იმიტირებულ კლდის ლოდზე მდგარი მითიურ ქალღმერთ დალის ქანდაკება, რომლის ახლოს ასევე დგანან ცაში მომზირალი ჯიხვები. არქიტექტურული კომპოზიციის მაქსიმალური სიმაღლე 3.80 მეტრია და სრულად დამზადებულია მაღალი ხარისხის პოლიესტერისგან. პოლიესტერის საორიენტაციო რაოდენობაა 450.00 კგ (საყალიბე მასალის გათვალისწინებით)“.

სასულიერო პირმა განმარტა, რომ ხვალ გაავრცელებს წერილს, სადაც დეტალურად ახსნის თავის სიტყვებს.

„მეუფის პოზიციაა ასეთი, მითოლოგიური პერსონაჟი რომ არ იყოს, უკეთესი იქნებაო. პროექტი აუცილებლად განხორციელდება, მაგრამ, ალბათ, კორექტირება მოხდება“, – ამბობს ლენტეხის მერი, ბადრი ლიპარტელიანი.

იტვირთბა....