ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის” – კოვე საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაზე

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენებთან დაკავშირებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  საქართველოს საგარეო საქმეა სამინისტროს განცხადება აფხაზეთსა და სხვა ქვეყნებს შორის საერთაშორისო საავიაციო მიმოსვლის მიუღებლობის თაობაზე არის აფხაზეთის მთელი მსოფლიოსგან იზოლირების მორიგი, უკვე ჩვეული მცდელობა.

მისი თქმით, ეს არ გამოვა.

„ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის“, – აღნიშნავს დაურ კოვე.

„ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში (კერძოდ, სოხუმის აეროპორტში) ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას,“ – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთი ბაბუშერაში მდებარე აეროპორტის საერთაშორისო ფრენებისთვის გახსნას ცდილობს.

 

იტვირთბა....