“მაჩალიკაშვილის ძმისშვილთან ერთად ბევრი ახალგაზრდა იდგა, მაგრამ მთავრობამ, პოლიციამ ამ ბევრიდან ერთი აარჩია და დააკავა. ამ ადამიანს იგივე პოლიციამ ბიძაშვილი ჩაუცხრილა სახლში. შემდეგ ბიძას უჭერდნენ. თუ ბავშვები გკითხავენ რეპრესიებზე ისტორიის ფურცლების გადაშლა არ დაგჭირდებათ. აგერ გაქვთ ხელის გულზე, 21 – ე საუკუნეში”
ნანუკა ჟორჟოლიანი – ჟურნალისტი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილისა და 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის ბებია, ელენე მაჩალიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს თხოვნით მიმართავს და შვილიშვილის გათავისუფლებას სთხოვს.
მაჩალიკაშვილის ძმისშვილთან ერთად ბევრი ახალგაზრდა იდგა, მაგრამ მთავრობამ, პოლიციამ ამ ბევრიდან ერთი აარჩია და დააკავა….
Gepostet von Nanuka Zhorzholiani am Montag, 29. Juli 2019