aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მოსკოვში საპროტესტო აქციაზე 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის მერიასთან გამართულ თავისუფალი არჩევნების მხარდასაჭერ აქციაზე 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ პოლიციელები ადგილობრივ გამვლელებსაც აკავებენ.

დაკავებულებს შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც არიან.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მოსკოვის ცენტრში, სახაროვის გამზირზე, 20 000-ზე მეტი ადამიანი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვდა.

რუსეთის ხელისუფლებამ ოპოზიციის კანდიდატებს დარეგისტრირების საშუალება არ მისცა. ხელისუფლებამ ოპოზიციის კანდიდატების მიერ შეგროვებული ხელმოწერები ბათილად ცნო.

იტვირთბა....