aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მოსკოვში 20 000-ზე მეტი ადამიანი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

bbc-ის ინფორმაციით, მოსკოვის ცენტრში, სახაროვის გამზირზე, 20 000-ზე მეტი ადამიანი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

მომიტინგეები ითხოვენ, რომ ოპოზიციონერ კანდიდატებს სექტემბერში საქალაქო დუმის არჩევნებზე დარეგისტრირების საშუალება მიეცეთ.

აქციაზე იმყოფება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი. მისი განცხადებით, თუ მომიტინგეების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტი ქალაქის მერიასთან გადაინაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ოპოზიციის კანდიდატებს დარეგისტრირების საშუალება არ მისცა. ხელისუფლებამ ოპოზიციის კანდიდატების მიერ შეგროვებული ხელმოწერები ბათილად ცნო.

იტვირთბა....