“ნაიცონალურმა მოძრაობის” წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის სახლის წინ გამართულ აქციას ეხმაურება და “რუსთავი 2-ის” გენერალურ დირექტორ პაატა სალიას მოუწოდა საჯაროდ დაიცვას არხის ჟურნალისტი.
“ის, რაც გუშინ ეკა კვესიტაძის სახლთან მოხდა (და როგორც გუშინ დაანონსეს დღესაც აპირებენ), მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა – ყველა “სიკეთესთან” ერთად, ჩვენ გვყავს აშარი ხელისუფლება! ნამუსგარეცხილი და ყველაფრის მკისრებელი.
ასე ვერავის, მითუმეტეს ეკა კვესიტაძეს, ვერ დააშინებთ. ეკას ბევრი გაუსტუმრებია პოლიტიკურ საიქიოში.
აშკარად ცეცხლს ქარით ეთამაშებით და ხანძარს მიიღებთ, რომელიც დაგბუგავთ – ეს პერსპექტივა ნათლად იკითხება
ისე ახალმა “დირექტორმა” პაატა სალიამ, რომელიც ჟურნალისტებს სარედაქციო პოლიტიკის უცვლელობის გარანტიებს აძლევდა, გამოვიდეს და საჯაროდ დაიცვას იმ არხის წამყვანი ჟურნალისტი, რომელი არხის დირექტორიცაა. გამოვიდეს და დაგმოს “ოცნების” აქტივისტთა (საჯარო მოხელეების) უზნეო და უკანონო საქციელი. – ისე არაა ჩემი მტერი…”, – წერს მელია.
შეგახსენებთ, რომ ეკა კვესიტაძის მეუღლემ, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, შოთა უტიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა,რომ 2008 წლის აგვისტოს ომმა საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა.
უტიაშვილის სახლთან აქცია გაიმართა. იქ შეკრებილი ადამიანები უტიაშვილის 24 ივლისს დაწერილ ფეისბუქის პოსტს აპროტესტებდნენ და უტიაშვილისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ.