მთავარი პოლიტიკა

აგვისტოს ომმა საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა – შოთა უტიაშვილი

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, შოთა უტიაშვილი სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ “მოსკოვი ივანიშვილს რასაც უნდა იმას გააკეთებინებს”.

უტიაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომსაც იხსენებს და აცხადებს, რომ ომმა საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა.

“აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლიუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. თითქმის ათი წელი, რუსეთი ვერ ახდენდა ჩვენზე, ფაქტობრივად, ვერანაირ ზეწოლას. იცოდნენ, რომ საქართველოს “დაჩმორება” იოლი არ იქნებოდა.

დღეს უკვე, ეს მსხვერპლი წყალშია გადაყრილი. მოსკოვმა მოახერხა, და ქართული ოცნების უთავმოყვარეობის, პანიკიორობისა და არაპროფესიონალიზმის წყალობით, მიაღწია იმას, რომ ივანიშვილს რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს.

უმარტივესი ილეთით, სანქციების მუქარით, მერე მისი შემსუბუქების იმედის მიცემით, საზღვართან ჩატარებული სამხედრო წრთვნებით, კრემლმა სრულიად ამოაგდო კალაპოტიდან საქართველოს მთავრობა.

აგერ შედეგიც, ყველაზე მნიშვნელოვანი პროდასავლური პროექტი, ანაკლიაის პორტი, გაყინეს, ყველაზე დიდი პროდასავლური ორგანიზაცია – რუსთავი 2 დაანგრიეს, და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.
დასავლეთს კი, ჯერჯერობით, სძინავს”, – წერს უტიაშვილი.

იტვირთბა....