გენერალური კონტრაქტორის შესარჩევ საერთაშორისო ტენდერში მსოფლიოს წამყვანი სამშენებლო-საინჟინრო კომპანიები მონაწილეობდნენ. კონკურსი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა და არჩევანი კონსორციუმმა ფრანგულ Eiffage-ზე შეაჩერა, რომელიც ევროპაში სამშენებლო კომპანიათა ხუთეულში შედის და მსოფლიო მასშტაბით 100 000-ზე მეტი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული.
ამ ინფორმაციას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი იუწყება.
ამ ფაქტს ეხმაურება თი ბი სი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე.
მაინც ავაშენებთ!!! – წერს ხაზარაძე.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე დღეს პროკურატურაშია დაბარებული.
ადვოკატ ზვიად კორძაძის თქმით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 16 754 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე პროკურატურაში 17:00 საათზე არიან დაბარებული.