ადვოკატ ზვიად კორძაძის თქმით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 16 754 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე პროკურატურაში 17:00 საათზე არიან დაბარებული.
ადვოკატის განცხადებით, პროკურატურის დადგენილების შესახებ ბრიფინგიდან შეიტყო. ამჟამად ის მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ხვდება და კომენტარს სავარაუდოდ ერთ საათში გააკეთებს. მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში დღეს, 17:00 საათზე არიან დაბარებული.
ამ დროისთვის, ადვოკატი ვერ აკონკრეტებს, გამოცხადდებიან თუ არა ბრალდებულები პროკურატურაში, თუმცა აცხადებს, რომ თავად უწყებაში მივა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით“.