ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტრამპი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მიიწვევს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მიიწვევს.

ინფორმაციას Sky News ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს განცხადება პრეზიდენტმა მაშინ გააკეთა, როდესაც უკრაინა-აშშ-ის დელეგაციების შეხვედრის შედეგებს, კერძოდ კი, უკრაინის მხრიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე თანხმობას გამოეხმაურა.

„ჩვენ გვსურს, უკრაინაში ომი დასრულდეს“ — აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

იტვირთბა....