ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“არ მაინტერესებს, რას ფიქრობს ომბუდსმენი” – შალვა თადუმაძე

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის გასაუბრებაზე მყოფმა გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ არ აინტერებს რას ფიქრობს ომბუდსმენი.

მისი თქმით, უზენაესის მოსამართლეების შეფასების საკითხი ობუდსმენის კომპეტენციას სცდება.

“საერთოდ არ მიმაჩნია ომბუდსმენი იმ უფლებამოსილ პირად, რომელმაც შეიძლება შეაფასოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ლეგიტიმაცია. უზენაესი სასამართლო არის ხელისუფლება უფრო გარანტირებული, უფრო დიდი დიდი თავი ეთმობა კონსტიტუციაში და მისი როლი უფრო მაღალია ვიდრე ომბუდსმენის”, — განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ შალვა თადუმაძე უკვე ერთი წელია, რაც გენერალური პროკურორია.

იტვირთბა....