“მასთანაც (ბიძინა ივანიშვილი) მქონდა ამ თემაზე საუბარი წამოსვლამდე. მჭირდებოდა მთავარ კითხვაზე პასუხი – ვინ ჩაიდინა ეს (ფარული კადრების გავრცელება) და იყო პირობა, რომ ეს იქნებოდა გამოძიებული, მან თქვა, რომ ეს არ იცოდა, მაგრამ უნდა გამოეძიებინათ. ამდენი ხანი გავიდა და ისევ პასუხგაუცემელია ეს კითხვები. ”ოცნებასთან” პოლიტიკურ ომში რომ შევედი სასამართლოს თემაზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა, ეს ფრაზაც მოვისმინე, ვერ დაგიცავთო. ეს იყო ის ჯგუფი, რომელიც სასამართლოს გავლენიან ჯგუფად მოიხსენიება, მასთან დაკავშირებული პირები, ლობისტები, რომლებიც ლობირებდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას.
ეკა ბესელია