ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქობულეთის ერთ-ერთ სასტუმროში დამსვენებლები, სავარაუდოდ, ხაჭაპურით მოიწამლნენ

ქობულეთის ერთ-ერთ სასტუმროში 10 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 9 მცირეწლოვანია.

ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ყველა მათგანს პირღებინება და თავის ტკივილი აღენიშნებოდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მედიკოსების ინფორმაციით, კვებითი ინტოქსიკაცია, სავარაუდოდ, ხაჭაპურმა გამოიწვია. პაციენტებმა თქვეს, რომ ის კვერცხით იყო მომზადებული.

ათივე პაციენტი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეაგირების მიზნით, შემოწმდა სასტუმრო- “მეგობრობას”, კვების ბლოკი, სადაც აღნიშნული პირები ისვენებდნენ. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია საკვების ნიმუშები, შედეგები მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

იტვირთბა....