“პოლიტიკაში არსებობს ტერმინი: ბინძური თეთრეულის გამოფენა. ჩემი მიზანი არ ყოფილა ამ თეთრეულის გამოფენა, მაგრამ რადგან დვალმა ისურვა ამ თემაზე საუბარი, რადგან გადაწყვიტეს ბინძური თეთრეულის გამოფენა, მეც ასე ვუპასუხებ: ჯერ ერთი ისმის კითხვა, საიდან ჩაუვარდა დვალს ხელში ჩემი დაკითხვის ოქმი, ის არ ყოფილა მხარე და ჩემსავით იყო დაკითხული, ე.ი. პროკურატურამ მისცა სისხლის სამართლის საქმიდან გადაღებული ასლი, რომელიც მე თვალით არ მინახავს”
ირაკლი ოქრუაშვილი
“რუსთავი 2”-ის ყოფილმა დამფუძნებელმა დავით დვალმა ოქრუაშვილის ჩვენება გაასაჯაროვა.