იუსტიცის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება განახლდა.
გასაუბრებას დღეს სამი კანდიდატი საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე (მასთან გასაუბრება 10:30 საათზე ჩაინიშნა); მოსამართლე მაია ვაჩაძე (გასაუბრება 14:00 საათზეა დაგეგმილი); 17.00 საათზე კი იუსტიციის უმაღლესო საბჭოს წევრების კითხვებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ზამბახიძე პასუხობს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართელობის კანდიდატების მოსმენა 17 ივლისს დაიწყო. გასაუბრების დასრულების შემდეგ საბჭო ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.

