ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოქრუაშვილი – უსუფაშვილმა ივანიშვილის სიტყვები გადმომცა, შოთაძე დაუკავშირდება, ისაუბრონ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთო

ჯერ ისმის კითხვა, საიდან ჩაუვარდა ხელში დვალს ჩვენება. პოლიტიკაში არსებობს ტერმინი: ბინძური თეთრეულის გამოფენა. ჩემი მიზანი ამის გაკეთება არ ყოფლა, მაგრამ რადგან დვალმა ისურვა ამაზე საუბარი… ჯერ კითხვა ისმის, საიდან ჩაუვარდა დვალს ჩემი დაკითხვის ოქმი ხელში. პროკურატურამ მისცა ეს ყველაფერი.დავუშვათ, ეს ასეა. რადგან ბინძური თეთრეულის გამოფენა თვითონ დააპირეს, ანალოგიური მეთოდით ვუპასუხებ. 2014 წლის აპრილს ვარ დაკითხული თუ სწორედ მახსოვს და 15 ივლისაა არჩევნები, როდესაც გორში მერობის კანდიდატად ვაპირებ კენჭისყრას. ეს არის პერიოდი, როდესაც ივანიშვილტან და “ოცნებასთან” კონკურენციის გაწევა ადვილი არ არის, – ამის შესახებ პარტია “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელმა ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადად.

ოქრუაშვილის თქმით, მან ივანიშვილთან საერთო ენის გამონახვა გადაწყვიტა და ამისთვის შუამდგომლობა დავით უსუფაშვილს თხოვა.

“მე დავიწყე ურთიერთობების გარკვევა და საერთო ენის გამონახვა ივანიშვილთან. ერთი, რომ დისონანსი არ შემეტანა მათ გეგმებში და მინიმუმ ხელის არ შეშლა, მაქსიმუმ მხარდაჭერა მიმეღო. ამისთვის ვთხოვე შუამავლობა დავით უსუფაშვილს, ამას ვამბობ უსუფაშვილის თანხმობით. უსუფაშვილმა ივანიშვილისგან ძალიან მარტივი მესიჯი მომიტანა, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო უსუფაშვილი. უსუფაშვილმა ივანიშვილის სიტყვები გადმომცა – პროკურორი შოთაძე დაუკავშირდება, ისაუბრონ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. პროკურორი შოთაძე დამიკავშირდა და გორში არჩევნებში მხარდასაჭერად ამ ჩვენების მიცემა მომთხოვა. ისეთი სახით, როგორი სახითაც მიცემული მაქვს”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი ორის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი მფლობელი დავით დვალი ირაკლი ოქრუაშვილის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენების ეპიზოდს, ასაჯაროებს, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს „რუსთავი 2“-ის მფლობელების შეცვლას ეხება.

დვალის მიერ გასაჯაროებული ჩვენების ეპიზოდში აღნიშნულია, რომ 2004 წლის აპრილში ან მაისში სააკაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა დახურული შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ოქრუაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი.

 

იტვირთბა....