„როგორც მოსალონდელი იყო და სხვას არც ველოდით, საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა ყადაღის დადებაზე „რუსთავი 2“-ის წილებზე, სრულიად სასაცილო მოტივით იურისტებისთვის, თითქოს მოთხოვნა ყადაღაზე უნდა გაგვეკეთებინა სარჩელის შეტანასთან ერთად. ჩვენ სარჩელი არ შეგვიტანია, კანონით ამისთვის გვქონდა 10 დღიანი ვადა. სასამართლომ პინგ-პონგის პრინციპით გააგრძელა ჩვენთან ურთიერთობა, გადმოგვიგდო გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ჩვენ ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. ახლა გვაქვს არჩევანი: გავასაჩივროთ ეს განჩინება თუ ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. ამ საკითხზე ვიმსჯელებთ იურისტებთან. ოთხშაბათს საღამომდე ისედაც ძალაშია რეესტრში ჩვენი განცხადება წილების გასხვისებაზე, ყადაღის დადებაზე და ოთხშაბათს მივიღებთ გადაწყვეტილებას”
ირაკლი ოქრუაშვილი – თავდაცვის ყოფილი მინისტრი
ამის შესახებ მან საგანგებოდ დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრა