ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დვალის ადვოკატმა პროკურატურაში, ოქრუაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ცოტა ხნის წინ დავით დვალის სახელით, ადვოკატმა, ნინო ბარაჩაშვილმა პროკურატურაში სარჩელი  ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ შეიტანა.

ბარაჩაშვილი აცხადებს, რომ სარჩელის შეტანის მიზეზი, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ყალბი დოკუმენტებით, ქონების მიტაცების მცდელობაა.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ „რუსთავი2“-ს მფლობელად ქიბარ ხალვაში გამოცხადდა.

დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატის განცხადებით, კი დოკუმენტები, რომელზე დაყრდნობითაც ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოში ჩივის და “რუსთავი2”-ის დაბრუნებას ითხოვს, ყალბია.

ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის წილების დაყადაღებას ითხოვდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ მისი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

იტვირთბა....