პარტია “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი „რუსთავი 2“-ში ქიბარ ხალვაშისადა „პანორამას“ წილების დაყადაღებაზე არ დააკმაყოფილა.
„საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა „რუსთავი 2“-ის წილებზე ყადაღის დადებაზე იურისტებისთვის სრულიად სასაცილო მოტივით, თითქოს მოთხოვნა წილებზე ყადაღის დადებაზე უნდა გაგვეკეთებინა სარჩელის შეტანასთან ერთად. ჩვენ სარჩელი არ შეგვიტანია, ვაპირებთ. კანონით 10 დღის ვადა გვქონდა იმისთვის, რომ ეს სარჩელი წარგვედგინა“,- განაცხადა ოქრუაშვილმა.
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა სასამართლოს 19 ივლისს მიმართა და ტელეკომპანიის ქონების წინასწარ დაყადაღება მოითხოვა, რადგან ოქრუაშვილი აპირებს სასამართლოში სარჩელის შეტანას „რუსთავი 2“-ის წილებზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.