“რესპუბლიკური” პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ 2007 წლის აქციების დროს, პარტიას არავისგან მიუღია ფინანსური დახმარება.
ბერძენიშვილის თქმით, მას “გამარჯვებული “საქართველოს” დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე არ აქვს ინფორმაცია.
“მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. 2007 წლის ოქტომბერ-ნოემბერში “რესპუბლიკელებს” არავისგან მიგვიღია 1 თეთრი. ჩვენ ჩვენი მწირი შესაძლებლობების ფარგლებში თავად ვაფინანსებდით ქვეყნის მასშტაბით ჩვენს მგზავრობას. მით უმეტეს, ირაკლი ოქრუაშვილი ერთის მხრივ, ძალიან აქტუალური შემოვარდნა ოპოზიციურ მინდორზე, მოგეხსენებათ სულ რამდენიმე დღეში ჩაიფერფლა. ამიტომ, ოქტომბერ-ნომებრის დიდი ოპოზიციური აქტიურობა არ იყო ირაკლი ოქრუაშვილის ფაქტორით განსაზღვრული და ვინმეს რამეს ჩუმათ თუ ეხმარებოდა, ამის თაობაზე მე არაფერი ვიცი”, – აცხადებს ბერძენიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილის განცხადებით, სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართულ აქციებს ის აფინანსებდა.

