უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, დათვლილია ბიულეტენების 30 პროცენტი.
ამ დროისთვის ხმათა 42 პროცენტით ლიდერობს პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“, პრორუსულ „ოპოზიციურ პლატფორმას – სიცოცხლისთვის“ 12 პროცენტი აქვს, ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს „ევროპულ სოლიდარობას“ – 8 პროცენტი, იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინა“ 8 პროცენტი, ხოლო სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია „ხმას“ – 6 პროცენტი.
ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ელექტორატის 49,84 პროცენტმა მიიღო.