“კაი, ვიგლოვეთ, გვეყოფა. ქვეყანა ამით არ მთავრდება. დავიკაპიწეთ ხელები და გავუდექით გზას.
შევხვდებით მალე!”
ნიკა გვარამია – “რუსთავი2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.
ამავე გადაწყვეტილებით, გაუქმდა უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმი. ამ მექანიზმით, 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილები ვერ გადაიფორმა.
რუსთავი 2 საქმეს სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატაში არ გაასაჩივრებს.
ქიბარ ხალვაშმა განცხადება გაავრცელა, რომ ტელეკომპანიას მისი ადვოკატი პაატა სალია უხელმძღვანელებს.