საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს.
მისი განცხადებით, ქართულმა სასამართლომ სამართლიანობის ტესტი ჩააბარა.
“დღეს ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ჩააბარა საერთაშორისო, ძალიან კრიტიკული ტესტი, შეიძლება ითქვას. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება “რუსთავი 2″-ის და მის მფლობელებს ამჟამინდელს, ყარამანაშვილებს არ დარღვევიათ და ქართულ სასამართლოში ასეთი უფლების დარღვევის ნიშნები არ ყოფილა.
მეორე შეჩერების მექანიზმი, რომელიც აღსრულებას შეეხებოდა მოხსნილი და გაუქმებულია. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ეს გადაწყვეტილება პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება ამ გადაწყვეტილების პათოსსა და შინაარსს,”-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.