მოცეკვავე თეა დარჩია სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც მოსწავლეებთან ერთად თვალზეხერაფარებული ცეკვავს.
თეა დარჩია ამით ოკუპაციას აპროტესტებს.
შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისს ოკუპაციის წინააღმდეგ გამართული აქციის დაშლის დროს რამოდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა. თვალზე აფარებული ხელი აქციის სიმბოლოდ იქცა. პარლამენტის წინ აქცია “სირცხვილია” უკვე 25 დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების ერთადერთი მოთხოვნა აქვთ – გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია.