aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სამწუხაროა, რომ ჩვენს წარმომადგენელს ან საერთოდ არ ესმის ჟურნალისტიკის როლი ქვეყნის ცხოვრებაში, ან ესმის ჟურნალისტის პირადი შეურაცხყოფის დონეზე” – ირმა ინაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“პატრიოტთა ალიანსიდან” ხაშურის საკრებულოს წევრის, ალექსანდრე სიმონიშვილის განცხადებას, რომელშიც მან “ტვ პირველის” წამყვანი, ინგა გრიგოლია შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი ეხმაურება.

“ერთადერთი რეაქცია მაქვს მეც და პარტიის პოლიტსაბჭოს. ასეთი დამოკიდებულება, ასეთი ქმედება, ასეთი სტილი დაუშვებელი და მიუღებელია. პოლიტსაბჭოს სხდომა გვაქვს კვირის ბოლოს და აუცილებლად ვიმსჯელებთ ამ თემაზე. სამწუხაროა, რომ ბევრ სახელმწიფო მოხელეს, თუ საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენელს (ამჯერად, ჩვენს წარმომადგენელს) ან საერთოდ არ ესმის ჟურნალისტიკის როლი ქვეყნის ცხოვრებაში, ან ესმის ჟურნალისტის პირადი შეურაცხყოფის დონეზე. ასევე, ვწუხვარ, რომ ბევრს არ ესმის, რა ვალდებულებას აკისრებს მოქალაქეს სწორედ საკრებულოს წევრობა. ვემიჯნები მსგავსი ტიპის დამოკიდებულებას და როცა პოლიტსაბჭო შეიკრიბება, აუცილებლად გვექნება რეაქცია ამ ფაქტზე”. – განაცხადა ინაშვილმა მას შემდეგ, რაც აღნიშნულ საითხზე რეაგირება მისგან ინგა გრიგოლიამ ითხოვა.

,,ინგა გრილოგია არის ძ….ნა! ხაშურის საკრებულოს წევრი ვარ!!! გავიმეორებ ათასჯერ!!!” – დაწერა სოციალურ ქსელში ხაშურის საკრებულოს წევრმა.

როგორც გრიგოლია ამბობს, როცა სათანადოდ არ ისჯებიან ხელისუფლების წარმომადგენლები , მერე სხვებიც იტაცებენ.

იტვირთბა....